Tuesday, October 17, 2017

Game of Throne-ის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროვებაზე ალაპარაკდა

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ლენა ჰიდი აცხადებს, რომ ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი იყო. მომხდარის დეტალებს მსახიობი „ტვიტერში“ ყვება. მისი თქმით, ვაინშტეინი განრისხებული იყო, როდესაც მისგან უარი რამდენჯერმე მიიღო. 
„ეს ლიფტში მოხდა, როდესაც ჩვენ მის ნომერში ავდიოდით, სადაც სცენარი უნდა ეჩვენებინა. ვუთხარი, თუ გგონია, რომ რამე სხვა მაინტერესებს და არა სცენარი, გეტყვი, რომ ცდები. არაფერი სხვა არ მოხდება" - წერს მსახიობი.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ვაინშტეინმა ის უკან მიაცილა ლიფტამდე, ისე რომ მკლავში ხელს უჭერდა და ყურში ჩასჩურჩულა, რომ მომხდარის შესახებ არსად ეთქვა.
როგორც სერსეი ლანისტერის როლის შემსრულებელი იხსენებს, ამის შემდეგ ის მანქანაში ჩაჯდა და ატირდა. 
ლენა ჰიდი არ არის პირველი, ვინც ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გაამხილა. 

ანალოგიური ისტორიების შესახებ ისაუბრა რიზ უიზერსპუნმა, რომელიც მოძალადის ვინაობას არ ასახელებს. ამ საკითხზე ისაუბრა ასევე ჯენიფერ ლოურენსმა. ის ყვება, რომ ერთ-ერთ კასტინგზე მას გაშიშვლება მოსთხოვეს და შემდეგ პროდიუსერების მხრიდან ქილიკის ობიექტი გახდა.
1tv.ge

No comments:

Post a Comment