კიევის ცენტრში ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
პოლიციის და ორგანიზატორების ცნობით, მარშში 2-დან 10 000-მდე ადამიანი მონაწილოებს. ისინი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს და გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიმართა. საქართველოს ექს პრეზიდენტმა ის საკითხები დაასახელა, რომელზეც მზად არის უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართოს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შერიგებას სთავაზობდა. თუმცა დღეს სააკაშვილმა უარყო, რომ პოროშენკოს წერილში შერიგებას სთავაზობს.
ოდესის ყოფილ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.
კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment