Thursday, December 21, 2017

გახარია: საპატრულო პოლიციას სკოლაში არაფერი ესაქმება


არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო, საპატრულო პოლიციას კი სკოლაში არაფერი ესაქმება, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
გახარიას თქმით, მთავარი ცვლილებები დაგეგმილია მანდატურის ინსტიტუტის დაქვემდებარების მიმართულებით, ვინაიდან ინტერესთა კონფლიქტია - მანდატური სკოლის დირექტორს ექვემდებარება.
„მანდატურების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით წამოწყებულმა ინიციატივებმა გაურკვეველი სპეკულაციები გამოიწვია. პირველი - არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო; მეორე - არაფერი ესაქმება საპატრულო პოლიციას სკოლაში; მესამე - რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ უწყებათაშორის კომისიაში ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბებული აქვს ის ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია, რომ გაიზარდოს მანდატურების ეფექტურობის ხარისხი და უახლოეს პერიოდში იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მათი დაქვემდებარებულობის საკითხი. მანდატური არ უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს, უბრალოდ ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, დღევანდელი კანონდებლობით მანდატური შეუძლია გახდეს საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდა 20 წლიდან, რაც უბრალოდ არალოგიკურია, ამიტომ მსგავსი ტექნიკური ჩასწორებები ბევრი იქნება“, - განაცხადა გახარიამ. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment