Friday, December 22, 2017

ზუგდიდის ბაზარი დაიტბორა

ზუგდიდის ბაზრის შიდა ტერიტორიის მცირე ნაწილი დაიტბორა. მოვაჭრეების განცხადებით, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები და ყოველი გაწვიმების შემდეგ მსგავსი სურათია.
მათივე თქმით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, ბოსტნეულის და ჭურჭლეულობის განყოფილების მიმდებარედ დაგროვილი წყლის გამო, დახლებთან მისასვლელი მონაკვეთები დატბორილია და სამუშაო პროცესს აფერხებს, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. 
როგორც ბაზრის დირექტორმა imedinews-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკება წყალკანალის წარმომადგენლებთან და პრობლემა მალე აღმოიფხვრება.

No comments:

Post a Comment