Friday, December 22, 2017
კალათბურთის ფედერაციაში მწვრთნელებისა და მსაჯების დაკავებას ადასტურებენ
კალათბურთის ფედერაციაში მწვრთნელებისა და მსაჯების დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში განუცხადეს, მათ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ დაკავებულების შესახებ, თუმცა აღნიშნავენ, რომ აყვანილია რამდენიმე პირი.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მათივე თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს საქმის მოკვლევა, რის შემდეგაც ფედერაცია საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურმა კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, საქმე ეხება ე.წ. ჩაწყობილ თამაშებს.
„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას სუს-ში ცდილობს.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment