Monday, December 11, 2017

საქართველოში ოსი პაციენტების შემცირების მიზნით ცხინვალმა მოსკოვთან შეთანხმება გააფორმა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოში ოსი პაციენტების შემცირების მიზნით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ მოსკოვთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ხელმოწერის შემდეგ ცხინვალში იმედი აქვთ, რომ შემცირდება იმ პაციენტთა რიცხვი, რომელიც სამკურნალოდ საქართველოს სხვადსახვა ქალაქში ჩადის. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ალან კოზონოვმა თქვა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
"რესპუბლიკის თითოეული მოქალაქე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს, საკუთარ თავზე იგძნობს ამ შეთანხმებების სიკეთეებს. რუსეთის წამყვანი კლინიკები ჩვენს მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ", - ამბობს ალან კოზონოვი და დასძენს, რომ აქამდე მოქალაქეები რუსეთის კლინიკებში მაღალტექნოლოგიურ დახმარებას, მაღალი ფასის გამო ძალიან რთულად იღებდნენ.
"არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი მოქალაქეები მეზობელ საქართველოს მიმართავენ სამედიცინო მიზნით. ეს სიახლე კი მნიშვნელოვნად შეაჩერებს ამ პროცესს", - ამბობს კოზონოვი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან-ივნისამდე პერიოდში ცხინვალიდან სამკურნალოდ 322 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვი ჩამოვიდა. მათ მკურნალობაზე კი საქართველოს ბიუჯეტიდან 898 852 ლარი დაიხარჯა. 
რაც შეეხება აფხაზი პაციენტების რაოდენობას, 2017 წლის იანვარი-19 ივნისის მდგომარეობით, ქართული საავადმყოფოებში 543 აფხაზმა პაციენტმა, მათ შორის 94 ბავშვმა იმკურნალა. მათ მკურნალობაზე კი სახელმწიფომ 1 294 600 ლარი დახარჯა.
ჯამში, 2015 წლიდან 2017 წლის 19 ივნისამდე აფხაზ და ოს პაციენტებზე საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment