ამერიკულმა მოდის სახლმა Michael Kors-მა თავის პროდუქციაში ნატურალური ბეწვეულის გამოყენებაზე უარი თქვა. The Independent-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება დიზაინერმა ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის PETA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მოდის სახლი წარმოებიდან ბეწვეულს ეტაპობრივად ამოიღებს და 2018 წლის დეკემბერში საერთოდ აკრძალავს. გადაწყვეტილება ბრიტანულ ბრენდს Jimmy Choo-საც შეეხება, რომელიც მაიკლ კორსმა ივლისში მილიარდ დოლარად იყიდა.
მოდის სახლი Michael Kors ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პარტიუმერიას და აქსესუარებს უშვებს. ის დიზაინერმა მაიკლ კორსმა 1981 წელს დააარსა.
ოქტომბერში ბეწვის წარმოებაზე უარი Gucci-მ თქვა. ბრენდის ახალი კოლექცია, რომელშიც ბეწვისგან დამზადებული მასალა არ იქნება, 2018 წლის გაზაფხულზე გამოვა
imedinews.ge

No comments:
Post a Comment