ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების საკითხს შრომის ინსპექცია სწავლობს. ბეჟათუბანში გაფიცვაზე, შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ.
მათი განმარტებით, ისინი შეისწავლიან თუ რამდენად არის დასაქმებულების უსაფრთხოება დაცული მშენებარე გვირაბში და რამდენად სამართლიანია გაფიცულების მოთხოვნა საშვებულებო ხარჯებთან დაკავშირებით.
დასკვნა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. გაფიცულები ამ დრომდე ელოდებიან ადგილზე პროფკავშირების, ჩინური კომპანიისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს.
ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment