ექვსი პოლიციელისგან შემდგარმა ჯგუფმა რამდენიმე საეჭვო პირი შენიშნა, რომლებიც ავტოსადგომზე გაჩერებულ ერთ-ერთ სატვირთო ავტომობილში მოხვედრას ცდილობდნენ. პოლიციის მიახლოებისას პირები ტყისკენ გაიქცნენ. პატრული შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გაჩერდა, როდესაც მათ ტყიდან გამოსული, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული 40 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი დაესხა თავს.
პოლიციელები თავს რეზინის ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით იცავდნენ. ადგილზე პოლიციელების დამატებითი ძალების მისვლის შემდეგ 16 ადამიანი დააკავეს. ისინი სუდანიდან, ერიტრეადან და ეთიოპიიდან მიგრანტები არიან. მათ ბელგიის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment