Friday, January 19, 2018

ნიკოლეიშვილი: მაჩალიკაშვილის გვამის გაკვეთით სროლის მანძილის დადგენა ვერ მოხერხდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილი თემირლანმაჩალიკაშვილის საქმეზე ექსპერტიზები არ დასრულებულა. 
"ჯერჯერობით ვერ დადგინდა, რა მანძილიდან არის ნასროლი ტყვია და ეკუთვნის თუ არა ტყვიის გარსს ის ფრაგმენტი, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის თავის ტვინშიააღმოჩენილი",- ამის შესახებ ექსპერტმა ipn-ს განუცხადა.
"ეს უცხო სხეული ამოღებული იყო თავის ტვინიდან, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ მეტალია. ვიცი ნამდვილად, რომ დანიშნულია ამ ფრაგმენტის შედარება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ სხვა ფრაგმენტთან. შესაძლოა, ეს იყოს ტყვიის გარსის ფრაგმენტი. ამიტომ უნდა მოხდეს შედარება სხვა ფრაგმენტებთან. ფრაგმენტი არის 1,5 მმ-2მმ-მდე ზომის, მას ჭრილობის სიმძიმესთან კავშირი არ აქვს, თუმცა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. ერთიანი სურათი უნდა აღდგეს, ამიტომ ყველა ნამცეცი გვეხმარება ამ სურათის აღდგენაში. 

ვიმედოვნებდით, რომ გაკვეთით მაინც დადგინდებოდა სროლის მანძილი. რადგან არც ერთ სამედიცინო დოუმენტებში არ არის ზუსტად აღწერილი ჭრილობა ისე, რომ რაღაც ინფორმაცია მიგვეღო სროლის მანძილზე. თუმცა, მაინც ვერ დადგინდა ჯერჯერობით სროლის მანძილი. ოპერაციული ჭრილობა ზუსტად ცეცხლნასროლ ჭრილობაზე გადიოდა. ლაბორატორიული კვლევისთვის გვაქვს ამოღებული ფრაგმენტი და შესაძლოა, ამით დადგინდეს რამე, თუ არადა, ჩატარდება ვიზირება, რომელიც მოგვცემს სროლის მანძილის სრულ სურათს. ვიზირებით დადგინდება, რა გზა გაიარა ტყვიის ჭურვმა - როგორ იმოძრავა მან სხეულში, გაიარა საწოლის თავში, შემდეგ გაჩერდა კედელში, ამ ტრაექტორიის უკუღმა აღდგენა ხდება. ამით დადგინდება მსროლელის მდებარეობაც. ეს უკვე ბალისტიკოსოს ჩართვის შემდეგ მოხდება. როგორც ვიცი, გამოძიებას უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური ექსპერტიზა, მაგრამ ადვოკატის გადასაწყვეტია დამატებით ჩაატარებს თუ არა ბალისტიკურ ექსპერტიზას“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი. 
გარდა ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილიდან მის მიერ ამოღებულია თმის ღერები, რომლსაც გამოძიების მიერ ამოღებულ ღერებთან შეადარებენ

"სერიოზული ლაბორატორიები აქვს სახელმწიფოს და ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას. მთავარია საკვლევი მასალა ლაბორატორიამდე მივიდეს“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი. 
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. იგი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment