ინგლისის ქალაქ ვიტეშეივში მცხოვრები კაცი დანით მიყენებული ჭრილობისგან დაიღუპა, თუმცა გარდაცვალებამდე საკუთარი მკვლელისთვის ფოტოს გადაღება მოახერხა. ამის შესახებ Metro წერს.
მკვლელობა შარშან მოხდა. 33 წლის ლი უოკერი 38 წლის შონ მერფის ავტომობილთან მივიდა, რომელშიც ის საკუთარ მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა.
კაცი მათ ნარკოტიკებს თხოვდა, შემდეგ კი ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ შონმა მისთვის ფოტოს გადაღება სცადა. კაცმა 1 ფოტოს გადაღება შეძლო, რის შემდეგაც უოკერმა მოულოდნელად დანა ამოიღო და საჭესთან მჯდომ მერფს გულში ჩაარტყა. გოგომ ის ავტომობილიდან გადაიყვანა და მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა სცადა, თუმცა მისი ცდა უშედეგო აღმოჩნდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment