ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი კინემატოგრფში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება. სპეციალურ ჯილდოს მას ამერიკელ კინემატოგრაფისტთა საზოგადოება გადასცემს. ამის შესახებ dailymail-ი წერს.
„ანჯელინამ მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა. ის ნამდვილი ხელოვანია ძლიერი სულითა და გამორჩეული სტილით. ის არამარტო სანახაობას გვთავაზობს თავისი საქმიანობით, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემებზეც მუშაობს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ამჟამად ბრედ პიტთან განქორწინების პროცესშია, ამ ჯილდოს ჯულია რობერტსის, სალი ფილდის, ფრენსის ფორდ კოპოლასა და სტივენ სპილბერგის შემდეგ მიიღებს.
დაჯილდოების ცერემონია 17 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment