Tuesday, January 16, 2018

ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

13 იანვარს კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსი, დაცვის წევრი და პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი დაჭრეს. დაცვის უფროსს, ზვიად მესხს, თავზე უმძიმესი ჭრილობები აქვს მიყენებული. 

დაცვის უფროსი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და ინციდენტის შესახებ AMBEBI.GE-ს პირადად ესაუბრა. 13 იანვრის ღამეს მომხდარ დაპირისპირებას ის დეტალურად იხსენებს:
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

"თამაზ ქვლივიძე და მეორე პიროვნება (მიხეილ სვანიძე), კლუბში ნასვამები მოვიდნენ. უნდოდათ კლუბში შემოსვლა, "ფეის კონტროლმა" კლუბში შემოსვლაზე უარი უთხრა, რადგან აშკარა იყო, რომ ეს პირები კლუბში გასართობად არ იყვნენ მოსული - საკმაოდ აგრესიულები 
-0:15
გახლდნდნენ.
პოლიცია ვინ გამოიძახა?
- პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას. პატრულის ეკიპაჟი მორიგეობს ცენტრალურ გზაზე. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში და ჩემთვის მოქნეული დანა ხელით დაიჭირა პოლიციელმა და დაიჭრა. 

- როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ახლა ღვთის წყალობით სახლში ვარ, შვილებთან ერთად.

- ელოდით, რომ თამაზ ქვლივიძეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ?
- მე გადავურჩი სიკვდილს, სასიკვდილოდ გამწირეს თანამშრომელთან და პოლიციასთან ერთად. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ არ ყოფილიყო დღეს, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. მთელმა ქვეყანამ იცის ეს, რომ მოხდა და სასამართლომ ის გაათავისუფლა. მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა სხვა ვერ გადაურჩეს.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment