Tuesday, January 16, 2018

დღეს კატალონიის ახალარჩეული პარლამენტი პირველად შეიკრიბება

კატალონიის ახალარჩეული პარლამენტი დღეს პირველად შეიკრიბება. სხდომაზე, რომელიც თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, დეპუტატებმა კატალონიის პალატის მმართველი ორგანოს 7 წევრი -თავმჯდომარე, მისი ორი მოადგილე და 4 მდივანი უნდა აირჩიონ. სპიკერის არჩევას დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა სჭირდება. კარმე ფორკადელი, რომელიც კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, აცხადებს, რომ ამ პოსტზე ხელახლა კენჭისყრას არ გეგმავს.
მისი თქმით, ახლა კატალონიის პარლამენტს “სასამართლო დავებისგან” თავისუფალი სპიკერი სჭირდება. პროკურატურა ფორკადელს ამბოხში ადანაშაულებს.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ, პოლიტიკური ძალები კატალონიის ჟენერალიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებს დაიწყებენ. ამისთვის მათ 10 დღე ექნებათ, რის შემდეგაც პარლამენტში ამ საკითხზე დებატები უნდა გაიმართოს.
ვინ დაიკავებს კატალონიის ლიდერის თანამდებობას, ჯერ უცნობი რჩება. ახალი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ცენტრისტებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისთვის ხმები არ ჰყოფნით, ხოლო მოძრაობა “ერთად კატალონიისთვის” ითხოვს, რომ ავტონომიას კარლეს პუჩდემონმა უხელმძღვანელოს.
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 27 ოქტომბერს დაუჭირა. 
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აემოქმედებინა, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს. შესაბამისად, რეგიონის ავტონომიის გაუქმებას.

ცენტრის და რეგიონის დაპირისპირების მთავარი მიზეზი ეკონომიკურია.
21 დეკემბერს კატალონიაში ჩატარებული ვადამდელი რეგიონული არჩევნების შედეგებით კი 135-კაციან პარლამენტში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა 70 ადგილი მოიპოვეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment