ვარშავის აეროპორტის სატვირთო ტერმინალიდან ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის გამო 14 ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ცნობას პოლონეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ.
შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ სატვირთო ტერმინალიდან ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვაზე ცნობა დღეს დილით გავრცელდა. სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ ადგილზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment