Saturday, July 7, 2018

პრეზიდენტის პირველი კომენტარი სიძის დაჭრის ფაქტზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მისი სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის დაჭ­რის შე­სა­ხებ. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მხო­ლოდ მე­დი­ი­დან აქვს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.
„ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ, ამ სა­კი­თხის თა­ო­ბა­ზე მეც ის ვიცი, რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მე­დი­ი­დან გვაწ­ვდით. უფრო და­მა­ტე­ბით ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.
მინ­დია გო­გო­ჭუ­რი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გე­რის, მაკა ჩი­ჩუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლის მა­შოს მე­უღ­ლეა. გო­გო­ჭუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაჭ­რეს. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს ორი­ვე ფეხ­ზე, ბარ­ძა­ყი­სა და წვი­ვის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ოთხი გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.
დაჭ­რის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხით 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შსს-მ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც მო­უ­წო­და შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლებს ითა­ნამ­შრომ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას­თან.
"მინ­დია გო­გო­ჭუ­რი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს და დაჭ­რის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ატა­რებს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით“ - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment