Saturday, July 7, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი თავისუფალი მედიის ზეწოლაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი თავისუფალი მედიის ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters-ი წერს
განცხადება უწყების პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა „რადიო თავისუფლება“ 100 ათასი რუსული რუბლით ($1588) 5 ივლისს დააჯარიმა. მიზეზი კანონის დარღვევაა, რომელიც „უცხოურ აგენტად“დარეგისტრირებულ მედიასაშუალებებს ეხება.მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის კომიტეტმა დაამტკიცა შესწორებები კანონპროექტში, რომელიც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს კერძო პირები, თუ ისინი მუშაობენ იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხულ საინფორმაციო საშუალებებში. ამისთვის „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ რუსეთი გააკრიტიკა
კანონპროექტის მიხედვით, ასეთ პირებს მოუწევთ ყოველწლიური შემოწმების გავლა, თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა ორ წელიწადში ერთხელ და „უცხოეთის აგენტის“ მიწერა პუბლიკაციებზე.
ყველაფერი ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია Russia Today აშშ-ში უცხოელ აგენტად დაარეგისტრირეს
რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა 1953 წელს დაიწყო მუწყებლობა. 1988 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა რადიოს სიგნალის ჩახშობა დაიწყო, ხოლო 1991 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის გადაწყვეტილებით, მოსკოვში რადიო თავისულფლების ბიურო გაიხსნა.
რადიო თავისუფალი ევროპა\რადიო თავისუფლება, რომელიც აშშ–ის საერთაშორისო არაკომერციული მედიაკორპორაციის შემადგენლობაში შედის, მიზნად დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობების გავრცელებას ისახავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment