Wednesday, July 4, 2018

თაგვების გამო ზუგდიდში საგამოცდო პროცესი შეფერხდა


ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, პირველ სექტორში გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა. ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, ამის გამო, სამუშაო პროცესი რამდენიმე წუთით შეფერხდა. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
“სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და გაიყვანეს ეს თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქცია. ზოგმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა წერა, ზოგმა – არა”, – განაცხადა აბიტურიენტმა.
საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით კი, მომხდარის გამო პროცესი არ შეფერხებულა. რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, მისივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები დღესაც ინტენსიურად გრძელდება.
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, დღეს რეგისტრირებული 428 აბიტურიენტიდან 3 მათგანი არ გამოცხადდა.
“სხვა რამე შეფერხება არ ყოფილა. გამოცდები მშვიდ ვითარებაში ტარდება”, – აღნიშნა ქირიამ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment