Friday, July 6, 2018

სამეგრელოში მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო, მოქალაქემ ავტომანქანა დაწვა

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჭალადიდში მოქალაქემ მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო, საკუთარი მანქანა დაწვა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.
შსს-ს განცხადებით, მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განადგურებას და დაზიანებას გულისხმობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment