Wednesday, September 19, 2018

შსს-მ 9 თვეში 143 ნარკორეალიზატორი დააკავა


შსს-მ მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში, ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 4 პირი დააკავა.
პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში 2 პირია დაკავებული. 
ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის ირანის 4 მოქალაქე დააკავეს. 
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, ბოლო ცხრა თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 143 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 25 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, 8990 აბი "სუბოტექსი" და "სუბოქსინი", 2 კილო და 100 გრამი "მდმა",1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული მედიკამენტები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment