Wednesday, September 19, 2018

"გოგო ხარ თუ ბიჭი?!" - ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ქუ­თა­ი­სის N2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის შე­საძ­ლო ფაქტს შიდა აუ­დი­ტი სწავ­ლობს, ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.
უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ სკო­ლებ­ში ყვე­ლა სა­ხის ძა­ლა­დო­ბას­თან შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს.
„ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და კვა­ლი­ფი­ცი­ურ ფსი­ქო­ლო­გებ­თან ერ­თად, სკო­ლებ­ში არა­ერ­თი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მი­ნის­ტროს მი­ზა­ნია, რო­გორც ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა, ასე­ვე მისი პრე­ვენ­ცია.
სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ქუ­თა­ი­სის იო­სებ ოცხე­ლის სა­ხე­ლო­ბის N2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან მოს­წვლე­ზე გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ბუ­ლინ­გის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, მოკ­ვლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო.
იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მშობ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­დე­ბა, რომ მისი შვი­ლის მი­მართ სკო­ლის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბას, სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა უმ­კაც­რე­სი იქ­ნე­ბა,“ - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.
ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ პოს­ტი „ფე­ის­ბუქ­ზე“ გუ­შინ გავ­რცელ­და. მერ­ვეკ­ლა­სე­ლი მაქ­სი­მეს დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა „თმის ვარ­ცხნი­ლო­ბის გამო მაქ­სი­მეს გენ­დე­რი ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა“ და ჯგუფს მი­მარ­თა გა­სარ­კვე­ვად, ის ბიჭი იყო თუ გოგო.
„არ ვიც­ნობ ამ მას­წავ­ლე­ბელს პი­რა­დად, მაგ­რამ უკვე ვიცი რომ მან შეძ­ლო ჩემს შვილ­ში ზი­ზღის გრძნო­ბის გაღ­ვი­ძე­ბა!! იმ თა­ო­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­ლებს (მიშა რომ ცა­სა­რე­ცხ თუ ჩა­რე­ცხი­ლე­ბის თა­ო­ბას ეძახ­და) აზ­როვ­ნე­ბას კვი­რა­ში ასი ტრე­ნინ­გიც ვერ შე­უც­ვლის ! ესე­ნი ში­შით მა­ინც თუ და­ა­ჭე­რენ ენას კბილს , და­ნეკ­რო­ზე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა რომ არ გად­მო­აფ­რქვი­ონ !!! ჰოდა სხვას თუ ვე­რა­ფერს, იმას მა­ინც მი­ვაღ­წევ რომ ეში­ნო­დეთ ჩემი!!“ - წერს მაქ­სი­მეს დედა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment