Wednesday, September 19, 2018

კომპანიას, რომელიც Facebook-ზე ძვირი ღირდა, Bloomberg-მა „ყველაზე უიმედო“ უწოდა

2017 წლის ბოლოსთვის ჩინური კომპანია Tencent-ის კაპიტალიზაციამ, რომელიც მესენჯერ WeChat-ის მფლობელია, 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მაშინ, ბაზარზე Tencent-ის ფასი Facebook-ზე მეტი იყო. მას შემდეგ, რაც 2004 წლიდან ჩინური კომპანია ბირჟაზე გავიდა Tencent-ის აქციების ფასი 64 ათასი პროცენტით გაძვირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
თითქმის ერთი წლის შემდეგ კი მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. Bloomberg-ი Tencent-ის აქციებს 2018 წლის "ყველაზე უიმედო" აქციებს უწოდებს. 2018 წლის დასაწყისში აქციები თითქმის 22%-ით გაიაფდა, რითაც Tencent-მა 108 მილიარდი დოლარის კაპიტალი დაკარგა. 
Tencent-ის ფასის ვარდნაზე გავლენა მოახდინა როგორც მისმა ფინანსურმა შედეგებმა, ასევე მისი მისამართით ჩინეთის ხელისუფლების და მედიის მხრიდან გამოთქმულმა კრიტიკამ: ისინი აცხადებენ, რომ თითქოს და Tencent-ის თამაშები მოზარდებში დამოკიდებულებას იწვევს. კომპანიამ, რომელსაც ეკუთვნის პოპულარული თამაში Honour of Kings-ი, სექტემბერში მოთამაშეების შესახებ ინფორმაცია პოლიციის ბაზაშიც კი შეამოწმა, რათა არასრულწლოვანი მოთამაშეები გამოეაშკარავებინა. 
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Tencent-ის აქციათა ფასი მალე დაიწყებს ზრდას, კომპანიის კაპიტალიზაცია კი 12 თვეში 40%-მდე გაიზრდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment