Monday, October 22, 2018

ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი წამებით სიკვდილი გადაიღო? - ახალი დეტალები საუდელი ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის საქმეში

ჟურ­ნა­ლის­ტი ჯა­მალ ხა­შო­გი თურ­ქეთ­ში, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში გა­გუ­დეს, ხა­შო­გი შვე­ლას ითხოვ­და - ამის შე­სა­ხებ ABC News სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერსქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლის ფონ­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 19 დღის შემ­დეგ გა­ა­კე­თა. სა­უ­დე­ლი ჯა­მალ ხა­შო­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და. ის 2 ოქ­ტომ­ბერს, სტამ­ბოლ­ში სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში სტუმ­რო­ბის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში    
მას შემ­დეგ, რაც ხა­შო­გის კვა­ლი გაქ­რა, არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­კონ­სუ­ლო იმა­ვე დღეს და­ტო­ვა, ორი კვი­რის შემ­დეგ კი ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხა­შო­გი და სა­კონ­სუ­ლო­ში მო­მუ­შა­ვე რამ­დე­ნი­მე პირი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ჩხუ­ბის დროს ჟურ­ნა­ლის­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.
სად გაქ­რა ხა­შო­გის ცხე­და­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით, ცნო­ბი­ლი არ არის.
და­კა­ვე­ბუ­ლია 18 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - 15 სა­უ­დე­ლი, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში, ქვეყ­ნის სა­კონ­სუ­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტთან შე­სახ­ვედ­რად გა­ემ­გზავ­რა. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 5 ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი არ არისთურ­ქი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ აქვთ ვი­დეო და აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ხა­შო­გი სა­უ­დელ­მა აგენ­ტებ­მა სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა­ში მოკ­ლეს.
ჟურ­ნა­ლის­ტის მე­გობ­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, ცხე­და­რი ახ­ლობ­ლებს გა­დას­ცენ.დაგ­ვიბ­რუ­ნეთ ჯა­მა­ლი, გვსურს, მისი ცხე­და­რი დავ­კრძა­ლოთ. ყვე­ლას, ვი­საც მისი ბედი ადარ­დებს, მათ შო­რის - მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­საც შე­უძ­ლი­ათ, და­ეს­წრონ დაკ­რძალ­ვას,“ - გა­ნა­ცხა­და თურ­ქეთ­ში არა­ბუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა და ხა­შო­გის მე­გო­ბარ­მა ტუ­რან კის­ლა­კჩიმ.
მი­სი­ვე თქმით, 18 ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თე­ბი და­ი­სა­ჯონ.არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­შო­გი სა­უ­დის არა­ბე­თი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­სულ­მა გუნ­დმა ცო­ცხლად და­ა­ნა­წევ­რა. ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტი ყვი­რო­და და შვე­ლას ითხოვ­და, ისი­ნი ყურ­სას­მე­ნე­ბით მუ­სი­კას უს­მენ­დნენ. მისი წა­მე­ბით მკვლე­ლო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აუ­ტოფ­სი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­ჰა­მად ალ-ტუ­ბა­ი­ქი.
ამა­ვე წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტის ცხე­და­რი და­ა­ნა­წევ­რეს და 15 ჩან­თა­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მჟა­ვით და­შა­ლეს.
სა­კუ­თა­რი წა­მე­ბა და სიკ­ვდი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხა­შო­გიმ „ეფ­ლის“ სა­ა­თით ჩა­ი­წე­რა. The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქულ­მა პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­ზეთ­მა და­წე­რა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს 59 წლის ჟურ­ნა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბის ბოლო წუ­თე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა აქვთ.
გა­მო­ცე­მა Sabah ამ­ტკი­ცებს, რომ პო­ლი­ცი­ამ ჩა­ნა­წე­რი ხა­შო­გის „აი­ფო­ნი­დან“ და მისი iCloud-ის ან­გა­რი­ში­დან ამო­ი­ღო. ტე­ლე­ფო­ნი ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­კონ­სუ­ლო­ში შეს­ვლამ­დე სა­ცო­ლეს­თან და­ტო­ვა.
ხა­შო­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ტვი­ტერ­ზე მისი სა­ცო­ლე, ჰა­ტი­ჩე ჩენ­გი­ზი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა ვი­დეო, სა­დაც ჯა­მა­ლი სა­უბ­რობს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი მის კალ­თა­ში კატა ჩახ­ტა. ხა­შო­გი მას უყუ­რებს და იცი­ნის, სი­ცილს ვერც გა­დამ­ღე­ბი გუნ­დის წევ­რე­ბი იკა­ვე­ბენ.„შენი ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლი წა­მარ­თვეს, მაგ­რამ შენი სი­ცი­ლი ჩემს სულ­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა“ - წერს ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ცო­ლე.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment