Monday, October 22, 2018

ტერეზა მეი: Brexit-ის პირობების 95% შეთანხემულია

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, მზად არის „ყველა შესაძლო ვარიანტი“ განიხილოს, რათა Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ჩიხიდან გამოვიდეს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება
თემთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეიმ განაცახდა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ პირობების 95% უკვე შეთანხმებულია. ამავე დროს მან „მნიშვნელოვან გართულებებზე“ ისაუბრა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარს ეხება.
კერძოდ, ევროკავშირმა ლონდონს შესთავაზა, რომ ეს რეგიონი ევროკავშირის საერთო ბაზრისა და საბაჟო ზონის შემადგენლობაში დარჩეს, რაზეც დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა. 
20 ოქტომბერს ლონდონში ათასობით ადამიანი გამოვიდა და Brexit-ის შესახებ ახალ რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად
imedinews.ge

No comments:

Post a Comment