Monday, October 22, 2018

მასიმო კარერა მოსკოვის „სპარტაკიდან“ გაუშვეს

მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი თამადებობიდან გაათავისუფლეს. მასიმო კარერას მოვალეობას დროებით მისი თანაშემწე რაულ რიანჩო შეასრულებს.
მოსკოვური კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სპარტაკის“ მიერ გასულ სეზონზე ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებელი იყო, მიმდინარე სეზონზე კი თამაშის გაუმჯობესების ტენდენცია არ შეინიშნება.
კარერამ „სპარტაკი“ 2016 წელს ჩაიბარა. 2016/2017 სეზონზე მისი ხელმძღვანელობით კლუბმა რუსეთის ჩემპიონატი მოიგო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment