Monday, October 22, 2018

იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის მსურველ 82 კანდიდატს გაესაუბრება


იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ოქტომბერს დაიწყება და ერთი კვირა გასტანს. სულ საბჭო ამ ეტაპზე 82 კანდიდატს გაესაუბრება.
აღსანიშნავია, რომ გასაუბრების შედეგად მოსამართლეები 43 ვაკანტურ ადგილზე უნდა დანიშნონ.
„ვფიქრობ, 5-6 დღე დასჭირდება იუსტიცის უმაღლეს საბჭოს, რომ გაესაუბროს 82-ვე კანდიდატს, რომელსაც კონკურსზე განაცხადი აქვს შემოტანილი, ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა უნდა შეავსონ შეფასების ფურცლები. შემდეგ, ეს შეფასების ფურცლები შეჯამდება და ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა. პროცედურები შესაძლოა დაახლოებით 20 დღე გაგრძელდეს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემაში დამატებით, დაახლოებით 100 მოსამართლეა საჭირო. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment