Sunday, October 21, 2018

ავღანეთში დანაღმულ გზაზე აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, აჩინის დასახლებაში დანაღმულ გზაზე აფეთქდა ავტომობილი, რომლითაც ადგილობრივები გადაადგილდებოდნენ. ამის შესახებ Aljazeera წერს. 
ბოლო ორი დღის განმავლობაში ავღანეთში 200-მდე აფეთქება მოხდა. ქვეყანაში 20 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა. მთელი დღის განმავლობაში თავდამსხმელების სამიზნე საარჩევნო უბნები იყო. 
ბოლო აფეთქება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შემთხვევას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 10 მშვიდობიანი მოქალაქეა, 5 კი პოლიციელი. ჯამში, არჩევნების დღეს ავღანეთში 50-მდე ადამიანი დაიღუპა.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „თალიბანის“ წევრები სხვადასხვა აქციაზე თავდასხმებს ხშირად ახორციელებდნენ. 
ავღანეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არჩევნებიდან 20 დღის შემდეგ, 10 ნოემბერს გახდება ცნობილი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment