Saturday, December 1, 2018

რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი?

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია 16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­შიც მისი უფ­ლე­ბე­ბი კი­დევ უფრო შე­ზღუ­დუ­ლია.
ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად, ყო­ველ­თვი­უ­რად 6 900 ლარი იქ­ნე­ბა.
ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სით მე-9 ად­გილ­ზეა. სარ­გო კა­ნო­ნით 2013 წლი­დან გა­ნი­სა­ზღვრა, მა­შინ რო­დე­საც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მისი წი­ნა­მორ­ბე­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხა­ვე­ბით, ხელ­ფა­სი 2 500 ლა­რით გა­ე­ზარ­და.
"პრე­ზი­დენ­ტის შემ­ცი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხზე არ იმოქ­მე­დებს. ზო­გა­დად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხი მო­წეს­რიგ­და კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში ამოქ­მედ­და. ეს კა­ნო­ნი არ გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ცვლი­ლე­ბას, ანუ იგი­ვე სარ­გო აქვს, რაც აქამ­დე ჰქონ­და. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის ხელ­ფა­სის ცვლი­ლე­ბას" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.
რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სხვა ხარ­ჯებს, მივ­ლი­ნე­ბა­სა და სა­რე­ზერ­ვო ფონდს - ეს 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პარ­ლა­მენ­ტში მსჯე­ლო­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ბი­უ­ჯეტ­ზე კენ­ჭისყრა უნდა მოხ­დეს მაქ­სი­მუმ დე­კემ­ბრის მე­სა­მე პა­რას­კევს და სწო­რედ ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტი გან­სა­ზღვრავს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხარ­ჯებს.
პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა 2019 წელს 9 800 000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 140 ადა­მი­ა­ნი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი, სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი კი 4 692 000 ლარს შე­ად­გენს.
რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონდს, 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მისი მო­ცუ­ლო­ბა წინა წლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად 5 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელ­საც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ბი­უ­ჯე­ტი­დან 9 800 000 ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, 2017 წელს კი გა­ცი­ლე­ბით მეტი - 13 194 600 ლარი.
რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ცხოვ­რე­ბელ და სა­მუ­შაო ად­გილს, რო­გორც ცნო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლა­ზე უა­რის თქმას და ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე­ში გა­დას­ვლას გეგ­მავს. ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენტს ათო­ნე­ლის სა­სახ­ლე (ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე) უფრო შე­ე­ფე­რე­ბა.
რე­ზი­დენ­ცია ათო­ნე­ლის 25 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს, ის ხუთ­სა­რთუ­ლი­ა­ნია და ფარ­თო­ბი, 6 000 კვად­რა­ტულ მეტრს აჭარ­ბებს. შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია შეხ­ვედ­რე­ბი­სა და სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი, კა­ბი­ნე­ტი, სა­ო­ფი­სე ოთა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ავე­ჯით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. თუმ­ცა, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლეს არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი ეზო, სა­დაც პრე­ზი­დენტს მა­ღა­ლი რან­გის მი­ღე­ბე­ბის გა­მარ­თვა შე­ეძ­ლე­ბა.
რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა 26 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს (იხი­ლეთ ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის ფო­ტო­ე­ბი)
ambebi.ge

No comments:

Post a Comment