Saturday, February 16, 2019

"იატაკქვეშა ტერორიზმი" რუსეთში - საფრთხე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში შიშს იწვევს

რუ­სეთ­ში ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე წლე­ბია არ ნელ­დე­ბა, რაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შიშს იწ­ვევს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, "ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­სუ­ლი" ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო მას­შტა­ბებს იძენს. გუ­შინ ФСБ-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ას­ტრა­ხა­ნის ოლ­ქში ქალი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვებს ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს რი­გებ­ში აწევ­რი­ა­ნებ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულს თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბის­გა­ნაც ინ­სტრუქ­ცი­ებს იღებ­და. ამის შე­სა­ხებ gazeta.ru იუ­წყე­ბა. ისი­ნი გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხებს ტე­ლეგ­რა­მის და­ხუ­რუ­ლი ჩა­თის მეშ­ვე­ო­ბით ანა­წი­ლებ­დნენ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქი­დან მარ­თავ­დნენ რო­გორც ას­ტრა­ხა­ნის, ასე­ვე მოს­კო­ვის, ტომ­სკი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ფი­ნან­სურ სუ­ბი­ექ­ტებს, სა­ი­და­ნაც ISIS-ის წევ­რე­ბის ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იმარ­თე­ბო­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"რო­გორც ირ­კვე­ვა, და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი სი­რი­ა­შიც აპი­რებ­და ჩას­ვლას. ეჭ­ვმი­ტა­ნილს გარ­კვე­უ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა ქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ქა­ლა­ქი უკვე და­ტო­ვა", – წერს გა­მო­ცე­მა.
kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ასე­ვე 15 თე­ბერ­ვალს, მა­ხა­ჩყა­ლა­ში, ომა­რო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ლა­ფი­ტურ მე­ჩეთ­ში "პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი რე­ი­დის" ფარ­გლებ­ში ორი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ყო­ველ პა­რას­კევს, რო­დე­საც მლოც­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მე­ჩე­თი­დან გა­მო­დი­ან, რამ­დე­ნი­მე მათ­განს აუ­ცი­ლებ­ლად აჩე­რე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და სა­ბუ­თებს უმოწ­მე­ბენ, რაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.
"ტე­რო­რის­ტე­ბით სავ­სეა მოს­კო­ვი და სხვა ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქე­ბი. მათ­ზე მუ­შა­ო­ბის ნაც­ვლად, მა­ხა­ჩყა­ლას მო­სახ­ლე­ო­ბას ყველ­ნა­ი­რად ავიწ­რო­ე­ბენ. ლოც­ვა­საც კი არ გვაც­დი­ან... ზოგ­ჯერ პირ­და­პირ ლოც­ვის დროს შე­მო­დი­ან და იქვე გვჩხრე­კენ და გვა­მოწ­მე­ბენ. ეს კი მუს­ლი­მი კა­ცის დამ­ცი­რე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფაა, რად­გან რო­დე­საც ალაჰს ვე­სა­უბ­რე­ბით, ჩვენს გარ­შე­მო სამ­ყა­რო ჩერ­დე­ბა. ტე­რო­რის­ტებ­საც კი აც­ლი­ან ლოც­ვას. რა­ტომ უნ­დათ ხალ­ხი ძა­ლით გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ?! მერე სა­ში­შე­ბი ხარ­თო, გვე­უბ­ნე­ბი­ან. რა­ტომ მიძ­ვრე­ბი უბე­ში, როცა ვლო­ცუ­ლობ?!." – ამ­ბობს აბ­დუ­ლა, რომ­ლის თქმი­თაც, ის მე­ჩე­თი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს და სახ­ლში მხო­ლოდ ხან­გრძლი­ვი და­კი­თხვის შემ­დეგ გა­უშ­ვეს.
ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის იდ­რის იუ­სუ­პო­ვის თქმით, ასე­თი რე­ი­დე­ბი და­ღეს­ტან­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კის შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, ეს რე­გი­ო­ნი ფეთ­ქე­ბადსა­შიშ­თა სი­ა­შია, გან­სა­კუთ­რე­ბით ISIS–ის და­სუს­ტე­ბის შემ­დეგ.
თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, РИА Новости-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, გა­ე­როს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვლა­დი­მირ ვო­რონ­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­რე­ზერ­ვო თან­ხე­ბი 50-დან 300 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დეა, რაც "სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ველს" სუ­ლაც არ იძ­ლე­ვა.
რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით თან­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა და­ბა­ლია, ხოლო უმუ­შევ­რო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მა­ღა­ლი. ეს კი ტე­რო­რიზ­მის "გან­ვი­თა­რე­ბის" ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბაა.
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ასე­თი მიდ­გო­მე­ბი და­ღეს­ტან­ში სა­ლა­ფი­ტუ­რი დი­ას­პო­რის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რია. მა­თი­ვე თქმით, ყო­ველ პა­რას­კევს ათე­უ­ლო­ბით პო­ლი­ცი­ე­ლი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას უკი­დუ­რე­სი სი­სას­ტი­კით ეპყრო­ბა. მცი­რე­დი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზეც კი შე­უძ­ლი­ათ ად­გი­ლობ­რი­ვებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ამ­დე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი ტე­რო­რის­ტია, რად­გან მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­და­პირ ამის­კენ უბიძ­გებს.
"და­ღეს­ტნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, ყო­ველ კვი­რა ლა­მის ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აკა­ვე­ბენ ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებ­სა და ბი­ჭებს, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ ისე ქრე­ბა, რომ მათი მო­კი­თხვის უფ­ლე­ბაც არ აქვთ. სა­მა­გი­ე­როდ, "არე­ნა­ზე ჩნდე­ბი­ან" მათი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი..." – წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment