Tuesday, February 26, 2019

მამუკა ბახტაძე: ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება

ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოკუპაციის საკითხის, პრემიერი აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებული კითხვის შემდეგ შეეხო.
„უკვე რამდენიმე წელია, რაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი არსებობს და ყველას გვახსოვს, რატომაც შეიქმნა ეს ფორმატი. მას ძირითადად ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება ჰქონდა იმ სხვა ფუნდამენტურ პრობლემებთან ერთად, რომელიც არსებობს. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი“, - განაცხადა ბახტაძემ
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment