Sunday, February 17, 2019

სააკაშვილი ამტკიცებს რომ გენეტიკურად ქართველია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოპულარული გენეტიკური ტექსტი ჩაიტარა და ამტკიცებს, რომ მისი სისხლის ყველა წვეთი ქართულია. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული” - ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში. არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან ,ოღონდ, იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია. აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით 😄 ყველა მეზობელს პატივს ვცემ, ჩემთვის ყველა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს პატრიოტი თანაბრად ფასეულია, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას," - წერს სააკაშვილი.

imedinews.ge

No comments:

Post a Comment