Tuesday, February 19, 2019

გაირკვა, რომ ვერცხლის ქუჩაზე სროლისას კიდევ 1 ადამიანი დაიჭრა

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, სადაც სროლას მსხვერპლი მოჰყვა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ეს ინფორმაცია imedinews-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
19 თებერვალს ვერცხლის ქუჩაზე 50 წლის ზვიად ჯაფარიძე მოკლეს. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი არაერთგზის ნასამართლევია.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment