Saturday, February 16, 2019

ქუთაისში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა „მწვანეყვავილას“ უბნის მოსახლეობას. „რიონჰესის“ დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა გაწმინდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ. 
„ყველა შესაბამის სამსახურს დაუყონებლივ მივეცით დავალება და სტიქიის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოვახერხეთ. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას არ შექმნია გადაადგილების პრობლემა. დილიდან კი „სოკარ ჯორჯია“ დაზიანებულ მილებს აღადგენს“ განაცხადა ქუთაისის მერმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment