Saturday, February 16, 2019

2018 წელს საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში 84 მილიონი ლარი შევიდა

2018 წელს საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან 84 მილიონი ლარი შევიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 53%-ით (29 მილიონი ლარით) მეტია ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

84 მილიონიდან 34 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 50 მილიონი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შევიდა.
2010-2012 წლებში საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში საშუალოდ 33 მილიონი ლარი შედიოდა, 2013-2017 წლებში კი საშუალოდ 55 მლნ ლარი. 2018 წლის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.
გრაფიკი: ბიუჯეტის შემოსავლები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან, მილიონ ლარებში:
შედარებისთვის, 2017 წელს შსს-მ დაახლოებით 400 ათასი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა, რომელთა თანხამ ჯამში 14.7 მილიონი ლარი შეადგინა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment