Saturday, February 16, 2019

ბეილი, მარსელო, ისკო, მოდრიჩი .... - „რეალიდან“ ფეხბურთელები მიდიან

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალში“ სერიოზული ცვლილებები იქნება...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ისევ ვერ ხერხდება ლუკა მოდრიჩთან შეთანხმება. 2 კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის „რეალმა“ ხორვატისთვის ახალი წინადადება მოამზადა, მაგრამ როგორც სჩანს, მოლაპარაკებები ვერ შედგა.

სანტიაგო სოლარის გუნდიდან გარეთ ბეილის, მარსელოს, ისკოსა და ლუკა მოდრიჩის წასვლა იგეგმება, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ კლუბს ძალიან სერიოზული სატრანსფერო კამპანიის ჩატარება მოუწევს, სხვაგვარად გაშვებული ფეხბურთელებისგან დატოვებული დანაკლისის აღმოფხვრა ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ლუკიტა გუნდს დატოვებს, კრისტიან ერიკსენის ტრანსფერის ალბათობა კიდევ გაიზრდება, ხოლო გარეთ ბეილს ედენ აზარი შეცვლის.
Halamadrid.ge

No comments:

Post a Comment