Tuesday, February 26, 2019

მადურო რუსეთის მძევალია? - რას ამბობენ რუსი და ევროპელი ექსპერტები ვენესუელაში რუსეთის ინტერესებზე

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში სი­ტუ­ა­ცია კვლავ უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ხუან გუ­ა­ი­დოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის შე­ტა­ნას ვე­ნე­სუ­ე­ლას მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლას მა­დუ­რო და­უ­პი­რის­პირ­და. მან თა­ვის მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად ამე­რი­კა­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა, შე­დე­გად კი, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ვე­ნე­სუ­ე­ლა-ბრა­ზი­ლი­ი­სა და ვე­ნე­სუ­ე­ლა-კო­ლუმ­ბი­ის სა­ზღვა­რებ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის და დე­მონ­სტრან­ტე­ბის შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი; და­შა­ვე­ბუ­ლია 335 ადა­მი­ა­ნი.
"ამე­რი­კის ხმის" ცნო­ბით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო აცხა­დებს, რომ მა­დუ­როს დიდი დრო არ დარ­ჩა. "ზუს­ტი თა­რი­ღის თქმა ძნე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვე­ნე­სუ­ე­ლას ხალ­ხი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ მა­დუ­როს დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლი იყოს" - გა­ნა­ცხა­და პომ­პე­ომ.
23 თე­ბერ­ვალს ნი­კო­ლას მა­დუ­როს მხარ­დამ­ჭერ­მა ძა­ლებ­მა ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­დუ­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის შე­მო­ტა­ნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ოპო­ზი­ცია შე­ე­ცა­და სა­ბარ­გო მან­ქა­ნე­ბი­დან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი გად­მო­ე­ზი­და და და­ე­რი­გე­ბი­ნა. თუმ­ცა, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მან­ქა­ნებს ცე­ცხლი მო­უ­კი­დეს.
ქვეყ­ნის გარ­და­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ხუან გუ­ა­ი­დომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ აპი­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თოს, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ და ქვეყ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ხუან გუ­ა­ი­დოს­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავს. შე­საძ­ლოა, პენ­სმა ვე­ნე­სუ­ე­ლას მი­მართ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა.
რუ­სუ­ლი მე­დია და ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ხაზს უს­ვამს რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რას იმ ფონ­ზე, როცა აშშ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ზღვარ­ზე მყოფ ქვე­ყა­ნას ახა­ლი სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბა, "და­სავ­ლუ­რი მე­დია კი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში "Вагнер"-ის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ყოფ­ნა­ზე სა­უბ­რობს..თუმ­ცა, რუსი ექ­სპერ­ტე­ბის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არის რუ­სე­თის კი­დევ ერთი შეც­დო­მა და რო­დე­საც იქ "ვაგ­ნე­რის" მე­ომ­რე­ბის ყოფ­ნა­ზე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, ნიშ­ნავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლის­გან შორს არ არის, რად­გან რუ­სე­თი ამ შანსს ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებ­და.
"20-მდე ევ­რო­პულ­მა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის: ბრი­ტა­ნეთ­მა, გერ­მა­ნი­ამ, საფ­რან­გეთ­მა, ეს­პა­ნეთ­მა, პორ­ტუ­გა­ლი­ამ, პო­ლო­ნეთ­მა და სხვებ­მა, გუ­ა­ი­დო გარ­და­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად აღი­ა­რეს, რუ­სეთ­მა და ჩი­ნეთ­მა დიქ­ტა­ტორ მა­დუ­როს და­უ­ჭი­რეს მხა­რი. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია...”- წერს infox.ru.
გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის, რომ რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა კარ­გად მუ­შა­ობს, რუსი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­დუ­როს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­და­ნაც კარ­გად ჩანს - 57% მას გულ­შე­მატ­კივ­რობს და მი­აჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უნდა დაბ­რუნ­დეს.
Эхо Москвы-სთვის მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში ექ­სპერ­ტი ივან ჩუ­მა­კო­ვი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის ვე­ნე­სუ­ე­ლას სა­ში­ნაო სა­კი­თხებ­ში ჩა­რე­ვა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინგს და­არ­ტყამს.
"გა­სა­გე­ბია, რომ ხალ­ხის­თვის ცნო­ბი­ლია ფრა­ზა - "პუ­ტი­ნი თა­ვი­სი­ა­ნებს არ ტო­ვებს", თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მას სიფრ­თხი­ლე მარ­თებს, რად­გან რო­გორც კი მა­დუ­რო პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა­ზე ხმა­მაღ­ლა ალა­პა­რაკ­და, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ი­ტინ­გი მყი­სი­ე­რად და­ვარ­და.
მით უფრო, რომ ბოლო 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი რე­ი­ტინ­გი ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე დაბ­ლაა. ახლა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ვი­თა­რე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა, ამი­ტომ ახლა, ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მის­თვის სამ­ხედ­რო გზით მხარ­და­ჭე­რა, პუ­ტი­ნის­თვის ფაქ­ტი­უ­რად, პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხის ტოლ­ფა­სია..." - წერს ჩუ­მა­კო­ვი.
RT-ის ცნო­ბით, პო­ლო­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ეჟი ტარ­გალ­სკის თქმით, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გუ­ა­ი­დოს აღი­ა­რებს ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენ­ტად. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მა­დუ­როს მხა­რეს არის რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი და კუბა.
"ამ რე­ა­ლო­ბა­ში რუ­სე­თი აქ­ტი­უ­რობს და თუ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ამ ქვეყ­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­ებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მა­დუ­რო რუ­სე­თის მძე­ვა­ლია. არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რუ­სეთ­მა იგი­ვე სცე­ნა­რით წარ­მარ­თოს სი­ტუ­ა­ცია, რო­გორც სი­რი­ა­ში - ვგუ­ლის­ხმობ ქა­ოსს. რუ­სეთს ვე­ნე­სუ­ე­ლა სხვა­დას­ხვა რა­მის გამო სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი, ასე­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის ბა­ზა­რი", - აცხა­დებს პო­ლო­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment