Monday, February 25, 2019

საქართველო ჩემი სამშობლოა და მზად ვარ მის დასაცავად..." - ექსკლუზიური ინტერვიუ საშიშ ტერორისტთა სიაში შესულ მუსლიმ ალ შიშანთან

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძემ ოთწ­ლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ მუს­ლიმ ალ ში­შან­თან, იგი­ვე მუ­რად მარ­გოშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და გა­ე­რო-მ 2014 წელს სა­შიშ ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დუ­ის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მუს­ლიმ ალ ში­შა­ნი სი­რი­ა­ში ასა­დის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჯუ­ნუდ აშ შა­მის" ("სი­რი­ის მებ­რძო­ლე­ბი") მე­თა­უ­რია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და ჩეჩ­ნეთ­ში იჩ­ქე­რი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, იყო "კავ­კა­სი­ის ემი­რა­ტის" გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­თა­უ­რი და დოკუ უმა­რო­ვის გა­რე­მოც­ვის უახ­ლო­ე­სი წევ­რი. ამ­ჟა­მად სი­რი­ა­ში, ლა­ტა­კი­ა­ში იბ­რძვის.
გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს "კვი­რის პა­ლიტ­რის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­დან, სა­დაც მუს­ლიმ ალ ში­შა­ნი სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­თან ერ­თად, აგ­ვის­ტოს ომზე, ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­სა და "ჩა­ტა­ე­ვის საქ­მე­ზეც" სა­უბ­რობს.
- პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­დი­ო­და ხმა, რომ თქვენ სხვა ქის­ტებ­თან ერ­თად მზად იყა­ვით 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ცხინ­ვალ­ში გებ­რძო­ლათ.
- ეს მარ­თა­ლია, რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ რუ­სუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ო­და, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ. თა­ვი­დან გვი­თხრეს, და­ი­ცა­დეთ და როცა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­გი­ძა­ხებ­თო. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ მარ­თლაც მო­ვი­და კაცი და გვი­თხრა, სი­ტუ­ა­ცია უმ­ძი­მე­სია და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­როო.
ამ დრო­ის­თვის ისე­დაც მზად ვი­ყა­ვით, რად­გან ვგრძნობ­დით სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძი­მეს­. იმა­ვე სა­ღა­მოს შევ­კრი­ბეთ 200 კაც­ზე მეტი და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი გავ­გზავ­ნეთ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი თბი­ლის­ში გა­თე­ნე­ბამ­დე უნდა ჩა­სუ­ლიყ­ვნენ. უკვე გვი­ა­ნი ღამე იყო, როცა დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, მო­ი­ცა­დე­თო. იმ დროს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზიც ჩა­მოფ­რინ­და და მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ ომიც შე­წყდა. ჩვე­ნი გაგ­ზავ­ნი­ლი ჯგუ­ფი უკან და­ვაბ­რუ­ნეთ. აქ გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა, ეს იყო სა­ერ­თო გა­სა­ჭი­რი და არ შეგ­ვეძ­ლო ასეთ დროს გან­ზე გად­გო­მა.
რა მოხ­და ლა­ფან­ყურ­ში და რა­ტომ გა­მოჩ­ნდა თქვე­ნი სა­ხე­ლი დღემ­დე გა­უხ­სნელ საქ­მე­ში? ერ­თგან თქვით კი­დეც, რომ სი­რი­ა­ში სწო­რედ ლა­ფან­ყუ­რის შემ­დეგ წახ­ვე­დით. რა­ტომ სი­რი­ა­ში და არა უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ასე­ვე შე­იძ­ლე­ბო­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ­ ბრძო­ლა?
- მე სი­რი­ა­ში ლა­ფან­ყუ­რის შემ­დეგ კი არა, ლა­ფან­ყუ­რამ­დე წა­ვე­დი, ის ცნო­ბი­ლი­ მოვ­ლე­ნე­ბი ჩემი წას­ვლი­დან თვე-ნა­ხე­ვარ­ში­ მოხ­და. დი­დე­ბა უფალს, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა­ არ მქო­ნია ამ საქ­მეს­თან. არ მინ­და ჩავუ­ღრმავ­დე დე­ტა­ლებს, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ დიახ, მე ვცდი­ლობ­დი დავ­ხმა­რე­ბო­დი­ ჩემს ძმებს ჩეჩ­ნეთ­ში, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ამით სა­ქარ­თვე­ლოს არ ვა­ზა­რა­ლებ­დი... თა­ვი­დან ვა­ხერ­ხებ­დი მთე­ლი პრო­ცე­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, ბო­ლოს და­ვი­ნა­ხე, რომ "კავ­კა­სი­ის ემი­რა­ტის" ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცდი­ლობ­და ჩემ­თვის ხე­ლი­დან წა­ეღ­ლი­ტა ყვე­ლა­ფე­რი. ისიც ცხა­დი გახ­და, რომ კონ­ტროლს ვკარ­გავ­დი.
ამის შე­სა­ხებ წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში (ამ ინ­ტერ­ვი­უს ამო­ნა­რი­დი 2013 წელს "კვი­რის პა­ლიტ­რა­შიც" და­ი­ბეჭ­და. - ავტ.) დაწ­ვრი­ლე­ბით ვი­სა­უბ­რე. რად­გან არ ვენ­დო­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ეს პრო­ცე­სი ხელ­ში აი­ღეს და რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ვი­ცო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც მე დამ­ბრალ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. მე მა­შინ წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, ასე შორს თუ შე­ტო­პავ­დნენ... სი­რი­ა­ში წა­ვე­დი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც დახ­მა­რე­ბა მთხო­ვეს. უკ­რა­ი­ნას მა­შინ მთე­ლი ევ­რო­პა უჭერ­და მხარს, როცა ასა­დის­ რე­ჟი­მი ათა­სო­ბით თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს ხო­ცავ­და.
- დრო­დად­რო "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის­გან" სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მუ­ქა­რე­ბი ის­მო­და. ამა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ?
- "ხა­ლი­ფატ­მა" ასე­თი მუ­ქა­რე­ბით მუს­ლი­მე­ბი­სა თუ არა­მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი მსოფ­ლიო აამ­ხედ­რა და დღეს ვხე­დავთ ამ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გებს. დღემ­დე­ სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან, ყველ­გან მტრო­ბას აჩა­ღე­ბენ, პირ­ველ რიგ­ში, მუს­ლი­მებს შო­რის, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნე­თის სის­ხლსაც ღვრი­ან. ამი­ტომ ჩვენ არ გავ­დგე­ბით გან­ზე­ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ მათ შე­სა­ჩე­რებ­ლად. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ ძა­ლი­ან ცოტა მუს­ლი­მი თუ გაჰ­ყვე­ბა.
თუ შე­ვა­და­რებთ იმ უსა­მარ­თლო­ბას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბა, და ბა­ლანსს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო კონ­ფე­სი­ებს შო­რის იცავს (რო­გორც წინა, ასე­ვე ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს), გარ­წმუ­ნებთ, რომ იმ ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მეტს გაჰ­ყვი­რი­ან დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, მა­გა­ლი­თი სა­ქარ­თვე­ლოს­გან უნდა აი­ღონ. სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი სა­ერ­თო სამ­შობლ­ოა­,­ ჩვენ იქ და­ვი­ბა­დეთ, ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი­ და ყვე­ლა ის ხალ­ხი, ვინც გვიყ­ვარს, იქ არი­ან, ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი ხანა - ბავ­შვო­ბა სწო­რედ სა­ქარ­თველ­ოში გა­ვა­ტა­რე და დღეს თუ რამე მსურს, იმ ად­გი­ლებ­ში გავ­ლა და ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის,­ მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბაა წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში"
ambebi.ge

No comments:

Post a Comment