Thursday, February 21, 2019

ემზადება თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს მისი მესიჯები?!

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის "თი­ბი­სი ბან­კი­დან" წას­ვლამ (გა­დად­გა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, თუმ­ცა აქ­ცი­ო­ნე­რად რჩე­ბა) შე­საძ­ლოა, ერთი შე­ხედ­ვით, და­ტო­ვოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი „გა­ა­ჩე­რეს“. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ასე არ არის - აი, ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მი რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მა­შინ შეგ­ვეძ­ლო გვეთ­ქვა, რომ ბან­კირ­მა უკან და­ი­ხია და მი­ი­ღო ის წი­ნა­და­დე­ბა, რა­საც მე­სი­ჯე­ბის სა­ხით პრო­კუ­რა­ტუ­რა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რო­ბით მივ­ყვეთ. ბიზ­ნეს­მე­ნის 21 თე­ბერ­ვლის ფე­ის­ბუქ-პოს­ტში დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­ი­ღებს პა­სუხს - ვის მი­იჩ­ნევს თა­ვად ხა­ზა­რა­ძე მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის შემ­სრუ­ლებ­ლად, ვის დამ­კვე­თად და რა მი­ზა­ნი აქვს ამ კამ­პა­ნი­ას.
და­ვი­წყოთ შემ­სრუ­ლებ­ლით. ხა­ზა­რა­ძე წერს: „ბან­კი არ შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლივ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში იყოს თა­ვის რე­გუ­ლა­ტორ­თან (ეროვ­ნუ­ლი ბან­კი - ავტ.), მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი არაა თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში“.
ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი ეპი­ზო­დია შემ­დე­გი:
სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რის და მისი მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით, შეგ­ვხვედ­როდ­ნენ და პი­რა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მით... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­მო­დე­ნი­მე მათ­განს პი­რა­დად მივ­წე­რე და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­და­ვუგ­ზავ­ნე გა­საც­ნო­ბად, პა­სუ­ხი არა­ვის­გან მო­სუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ მო­ვის­მი­ნე მათი ბევ­რი კო­მენ­ტა­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. მე მივ­ხვდი, რომ მი­ზა­ნი ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა“.
თი­ბი­სი ბან­კის“ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ ვერ „მო­ი­ცა­ლეს“ პრე­მი­ერ­მა ან მი­ნის­ტრებ­მა რომ თუნ­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­სა­ნა­ხად შეხ­ვედ­როდ­ნენ ხა­ზა­რა­ძეს?! იმი­ტომ ხომ არა, რომ პრე­მი­ერს და მი­ნის­ტრებს „ვი­ღაც“ გა­უბ­რაზ­დე­ბო­დათ?!
რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მთა­ვარ მი­ზანს. ბიზ­ნეს­მე­ნი წერს: “მე მთელ ჩემს ენერ­გი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს - ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­ვუ­ძღვნი. იმე­დია, დამ­ცალ­დე­ბა საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა“.
თუ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ანაკ­ლი­ის პორ­ტი­დან ხა­ზა­რა­ძის გა­ძე­ვე­ბაა, მას ნამ­დვი­ლად არ „და­აც­ლი­ან“. ბიზ­ნეს­მე­ნის ტაქ­ტი­კა გა­სა­გე­ბია - ჩა­მო­შორ­და ბანკს, რათა „თი­ბი­სის­თვის“ სა­მო­მავ­ლო დარ­ტყმე­ბი აე­ცი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ არ თქვა უარი ანაკ­ლი­ა­ზე. შე­ვეც­დე­ბით, გა­ვა­კე­თოთ პროგ­ნო­ზი, თუ რა ტაქ­ტი­კით იმოქ­მე­დებს მო­მა­ვალ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის კვლავ გა­აგ­რძე­ლებს „ჩხვლე­ტებს“ (შავი პი­ა­რის მან­ქა­ნა კი ახა­ლი ძა­ლით და­ი­ქო­ქე­ბა) ხა­ზა­რა­ძის მი­სა­მარ­თით, რათა ამ­ჯე­რად მას ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მის უცხო­ელ აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან შე­უქ­მნან უხერ­ხუ­ლო­ბა და აი­ძუ­ლონ, პრო­ექ­ტი და­ტო­ვოს. თუ ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ჯი­უტ­და, და­ი­წყე­ბენ მის და­კი­თხვა-გა­მო­კი­თხვებ­ზე ტა­რე­ბას და თუ „ზე­მო­დან“ მი­თი­თე­ბა მო­ვი­და, შე­საძ­ლოა, და­ა­კა­ვონ კი­დეც. თუ ხა­ზა­რა­ძე დარ­ჩა პა­სი­უ­რი თავ­დაც­ვის იმე­დად, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წა­ა­გებს.
ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბიზ­ნეს­მე­ნის ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ის, რა­საც კუ­ლუ­ა­რებ­ში ბოლო დროს უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა.
ბიზ­ნეს­მენს დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, მისი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ზი­რი შე­საძ­ლოა, სწო­რედ ანაკ­ლი­ის პორ­ტი გახ­დეს - თუ პირ­და­პირ იტყვის, რომ ხელს უშ­ლი­ან ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ანაკ­ლი­ის პრო­ექტს აშშ-სთვის და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის - ასე რომ, შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კა­ში მო­სულ ბან­კირს და­სავ­ლე­თი­და­ნაც ჰქონ­დეს მხარ­და­ჭე­რა.
სწო­რი მე­სი­ჯე­ბით ხა­ზა­რა­ძეს შე­უძ­ლია თა­ვის ელექ­ტო­რა­ტად აქ­ცი­ოს ამომ­რჩევ­ლის ის ნა­წი­ლი, რომ­ლის­თვი­საც „ოც­ნე­ბაც“ მი­უ­ღე­ბე­ლია და „ნაც­მოძ­რა­ო­ბაც“. 2020 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე საკ­მა­რი­სი დროა პარ­ტი­ის შექ­მნის­თვი­საც, გუნ­დის შე­მოკ­რე­ბის­თვი­საც და პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე დამ­კვიდ­რე­ბის­თვი­საც.
თუმ­ცა... თუ ხა­ზა­რა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, ეს სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა „ოც­ნე­ბის­თვის“ და სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლი­ად ახა­ლი ძა­ლით ჩა­ირ­თვე­ბა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა. ვი­ხი­ლავთ და­უს­რუ­ლე­ბელ „სე­რი­ა­ლებს“ - რო­გორ ატყა­ვებ­და ხა­ზა­რა­ძის ბან­კი მო­ქა­ლა­ქე­ებს, ქო­ქო­ლა­ძის საქ­მეს, ბიზ­ნეს­მე­ნის კავ­ში­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და ა.შ.
ვნა­ხოთ, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, არის თუ არა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ხა­ზა­რა­ძე...
ავ­ტო­რი: გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment