Tuesday, February 19, 2019

ნიკარაგუაში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 216-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნიკარაგუის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მედარდო მაირენს, რომელიც 2018 წლის ანტისამთავრობო აქციებში იღებდა მონაწილეობას, სასამართლომ 216-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შესახებ გამოცემა Nuevo Diario იტყობინება. ოპოზიციონერს ბრალი რამდენიმე რამდენიმე მძიმე მუხლით წაუყენეს. ის ტერორიზმსა და მკვლელობების ორგანიზებაში დაადანაშაულეს.
ამავე ბრალდებით 210 და 159 წლით თავისუფლების აღკვეთა კიდევ ორ ოპოზიციონერს, პედრო მენას და ლუის ორლანდო იკაბალსეტას მიუსაჯეს, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სასჯელის ვადა პირობითია, რადგანაც ნიკარაგუის კანონმდებლობით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 წლით არის განსაზღვრული
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment