Tuesday, February 26, 2019

ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტანა

ინდოეთის მთავრობის განცხადებით, მათმა ავიაციამ კაშმირში განლაგებული, პაკისტანელი მეომრების წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა.
BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავების სამიზნე "ჯაიშა-ე-მოჰამადის" საწვრთნელი ბაზა იყო. პაკისტანი ავიაიერიშებს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ დაბომბვას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.  
1971 წლის შემდეგ ეს პირველი ავიადარტყმაა, რომელიც კაშმირის საკონტროლო ხაზთან განხორციელდა. 
პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 44 ინდოელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალურმა დელიმ თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა. პაკისტანის მთავრობა ბრალდებას უარყოფს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment