Tuesday, February 19, 2019

აშშ-ში „კოცნის“ ქანდაკება ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა

ლეგენდარულ ფოტოზე გამოსახული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ჯორჯ მენდონსას გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ, ძეგლი, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ლეგენდარულ კოცნას გამოხატავდა, ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა, მასზე გრაფიტი #MeToo გააკეთეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ძეგლი ფლორიდის შტატში, სარასოტაში დგას და მასზე წითელი ფერის სპრეით არის წარწერა გაკეთებული. პოლიციის ცნობით, მიყენებული ზარალი 1000 დოლარამდეა. 
18 თებერვალს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ჯორჯ მენდონსა გარდაიცვალა, რომელიც 1945 წლის 14 აგვისტოს ნიუ-იორკში ტაიმ-სკვერზე გადაღებული ფოტოს ერთ-ერთი გმირია.
ლეგენადარული ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“ ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, ალფრედ აიზენსტედიმ გადაიღო და ის გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად იქცა.
ფოტოზე მენდონსა ექთან გრეტა ზიმერს კოცნის, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.
მალევე დაიწყო კამპანია #MeToo, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც აზია არჯენტო კინოს ბიზნესში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 2017 წელს, კანის 71-ე კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ 1997 წელს ვაინშტეინმა გააუპატიურა. არჯენტო მოძრაობა #MeToo-ს ერთ-ერთი ლიდერი გახდა. თუმცა ახლახანს გაირკვა, რომ თავად არჯენტომ წარსულში 17 წლის ბიჭზე, მსახიობ ჯიმი ბენეტზე სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა The New York Times-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, მათ არჯენტოს „ბრალის“ დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვეს, მათ შორის ფოტოც, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა.

მსახიობმა ბრალდება უარყო, რის შემდეგაც მას ფოტოს სახით კომპრომატი გამოუქვეყნეს.ლეგენდარულ ფოტოზე გამოსახული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ჯორჯ მენდონსას გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ, ძეგლი, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ლეგენდარულ კოცნას გამოხატავდა, ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა, მასზე გრაფიტი #MeToo გააკეთეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ძეგლი ფლორიდის შტატში, სარასოტაში დგას და მასზე წითელი ფერის სპრეით არის წარწერა გაკეთებული. პოლიციის ცნობით, მიყენებული ზარალი 1000 დოლარამდეა. 
18 თებერვალს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ჯორჯ მენდონსა გარდაიცვალა, რომელიც 1945 წლის 14 აგვისტოს ნიუ-იორკში ტაიმ-სკვერზე გადაღებული ფოტოს ერთ-ერთი გმირია.
ლეგენადარული ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“ ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, ალფრედ აიზენსტედიმ გადაიღო და ის გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად იქცა.
ფოტოზე მენდონსა ექთან გრეტა ზიმერს კოცნის, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.
მალევე დაიწყო კამპანია #MeToo, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც აზია არჯენტო კინოს ბიზნესში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 2017 წელს, კანის 71-ე კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ 1997 წელს ვაინშტეინმა გააუპატიურა. არჯენტო მოძრაობა #MeToo-ს ერთ-ერთი ლიდერი გახდა. თუმცა ახლახანს გაირკვა, რომ თავად არჯენტომ წარსულში 17 წლის ბიჭზე, მსახიობ ჯიმი ბენეტზე სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა The New York Times-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, მათ არჯენტოს „ბრალის“ დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვეს, მათ შორის ფოტოც, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა.

მსახიობმა ბრალდება უარყო, რის შემდეგაც მას ფოტოს სახით კომპრომატი გამოუქვეყნეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment