Monday, February 25, 2019

აშშ-ის საელჩო: 70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ მათ ვინც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად დახოცეს და გადაასახლეს. ასევე, ვიხსენებთ კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასობით ათას მსხვერპლს. 70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას,"- წერია განცხადებაში
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment