Sunday, February 17, 2019

ბეილი:„„ელ კლასიკოს“ მოგების შემთხვევაში ვითარებას კვლავ დავძაბავთ“

გარეთ ბეილმა „ჟირონასთან“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...

„მეტოქე გუნდი 90 წუთის მანძილზე ბოლომდე იბრძოდა და საბოლოო ჯამში გამარჯვებას მიაღწია. პირველ რიგში „ჟირონას“ უნდა მივულოცოთ წარმატება.“

„ეს მატჩი ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ მოვლენები ცუდად განვითარდა.“

„„ბარსელონასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, მაგრამ „ელ კლასიკოს“ მოგების შემთხვევაში დაძაბულობა კვლავ დაბრუნდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვალვერდეს გუნდის დამარცხება შევძლოთ.“
Halamdrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment