Saturday, February 23, 2019

ნიგერიაში საყოველთაო არჩევნები იმართება

ერთი კვირით გადადებული საყოველთაო არჩევნების შემდეგ ნიგერიელები დღეს ქვეყნის ლიდერს ირჩევენ. ამის შესახებ BBC წერს
საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმების მოპოვებას 73 კანდიდატი, მათ შორის ნიგერიის 76 წლის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი და 72 წლის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ატიკუ აბუბაქარი ცდილობენ. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ იმის მიუხედავად თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში ქვეყნის მთავარ გამოწვევად დაბალი ანაზღაურება, კორუფცია, უსაფრთხოებასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული უამრავი საკითხი რჩება. 
ნიგერიის საყოველთაო არჩევნებში (საპრეზიდენტო და საპარლამენტო) ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით 11:00 სააათზე) დაიწყო. საარჩევნო უბნები 14:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიხურება.
ნიგერიაში საყოველთაო არჩევნები 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა. 
ნიგერიაში არჩევნების პირველად არ გადადებულა. მსგავსი შემთხვევა 2011 და 2015 წლებშიც დაფიქსირდა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment