Monday, February 25, 2019

სალომე ზურაბიშვილმა იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იუნკერთა თავდადებით საქართველო გადარჩა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ არ დასრულებულა საქართველოსთვის ბრძოლა, რომელიც გრძელდება მისი დამოუკიდებლობისთვის. მათი თავდადებით რეალურად გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისთვის უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მადლიერი, გვჭირდება, რომ ყოველდღიურად გვახსოვდეს.
ვწუხვარ, რომ კოჯორში არის მხოლოდ იუნკერთა მემორიალი და ნიშანი არ არის იმ ისტორიის, რომელიც აქ მოხდა.
აქ თუ ამოვლენ ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, უცხოელები, უნდა იცოდნენ, რა მოხდა, რომელი ბრძოლა გაიმართა, რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა, რატომ არის ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა მიაგეს პატივი იუნკერების ხსოვნას. 
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment