Sunday, February 17, 2019

ცხოველის ან ფრინველის წამებისთვის კანონი მკაცრდება

ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები მკაცრდება. კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის წევრებმა კახა კუჭავამ, ზაზა ხუციშვილმა, სულხან მახათაძემ, ნინო წილოსანმა და გელა სამხარაულმა მოამზადეს. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა, და პროექტი პარლამენტის ბიუროს 18 თებერვალს წარედგინება. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ცვლილებების მიხედვით, ცხოველისა და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმდება. არასათანადო მოპყრობა გულისხმობს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.
კანონში ასევე იგეგმება რომ ჩაიდოს ნორმა, რომელიც არასრულწლოვნის მიერ ცხოველისა თუ ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს დაარეგულირებს. კერძოდ, არასრულწლოვნის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კოდექსს ემატება მშობლის პასუხისმგებლობა - არასრულწლოვანის მშობელი ან მისი შემცვლელი შესაძლოა 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდეს.
ცვლილებები იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კერძოდ, ცხოველის მოკვდინება “ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული აღარ იქნება და სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება. 
კერძოდ, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის წესით დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 1-წლიდან 2-წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
2018 წლის სექტემბერში თბილისის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გახშირების გამო, საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა. 
imedinews./ge

No comments:

Post a Comment