Sunday, February 17, 2019

ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს. 
სალომე ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე უმასპინძლებს, ასევე პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექციას წაიკითხავს.
19 თებერვალს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.  პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ეწვევა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment