Sunday, April 7, 2019

ბარსელონაში დაკავებული 66 ქართველიდან 11 გაათავისუფლეს

ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ადამიანებიდან სასამართლომ საქართველოს 11 მოქალაქე გაათავისუფლა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დანარჩენების საქმეს სასამართლო კვირის ბოლომდე განიხილავს. მანამდე კი, ის ადამიანები, რომელთაც ბინების ქურდობასა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს ედავებიან, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, სკოლის შენობაში, რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა, კვლავ არიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილს თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე განაცხადი აქვს შეტანილი.
მასშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონაში 4 აპრილს ჩატარდა. დააკავეს საქართველოს 66 მოქალაქე. მათგან 25 საცხოვრებელი ბინების გაქურდვისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის, 41 კი საიმიგრაციო წესების დარღვევის ბრალდებით აიყვანეს.
სპეცოპერაცია ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში ჩატარდა, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment