Wednesday, April 10, 2019

შავგულიძე ივანიშვილს: ვფიქრობ, წარმატებული არ იქნება თქვენი ეს მცდელობა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ, "იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შალვა შავგულიძის თქმით, ივანიშვილი ცილისწამებას და სიცრუეს არ ერიდება, რადგან ძალიან სჭირდება კონტროლირებადი მოსამართლეების დადებითად წარმოჩენა. მისი თქმით, ივანიშვილმა გუშინდელი განცხადება მისი დისკრედიტების მიზნითაც გააკეთა. 
"როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ევროპული საქართველოს" საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ბატონო ბიძინა, ვფიქრობ, წარმატებული არ იქნება თქვენი ეს მცდელობა", - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 
შალვა შავგულიძემ ასევე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ გაასაჩივრა გირგვლიანის საქმეზე საქალაქოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციოში. შავგულიძის განმარტებით, მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, დაზარლებულს კანონით უფლება არ ჰქონდა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელი მოეთხოვა ან საქმის გამოძიებაში დაბრუნება მოეთხოვა.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეში შალვა შავგულიძე თამაშის მონაწილე იყო. 
ბიძინა ივანიშვილის თქმით, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მისჯილი სასჯელის ზომა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, რაც ივანიშვილის შეფასებით, ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა უზენაესი სასამართლოს მაშინდელი მოსამართლისთვის, ლევან მურუსიძისთვის, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილ თანაგუნდელებზე გაკეთებულ განცხადებას დღეს ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილიც გამოეხმაურნენ. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment