Tuesday, June 11, 2019

გორში, გურამიშვილის ქუჩიდან 17 წლის ბიჭმა პოლიციის მანქანა გაიტაცა

17 წლის ბიჭი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა გორში, გურამიშვილის ქუჩიდან,  იმ დროს როდესაც ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიებები ისარგებლა შემთხვევით და სამართალდამცავების მანქანა გაიტაცა. ის გადაჭარბებული სიჩქარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ მან მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დაკავებული წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ამჟამად ძარცვის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, „qartli.ge“-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

No comments:

Post a Comment